დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი

„ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიცუპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით“- ამის შესახებ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამავე ცნობით, დაზიანებულია ალავერდის როგორც გარე ასევე შიდა სამონასტრო ინფრასტრუქტურა.

„შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა”- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სოფელ ალავერდში ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ავტომობილები.

 

 

მსგავსი თემები