ქობულეთში პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღითა აქვს მიყენებული. დაჭრილ პოლიციელს სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან მალევე გაწერეს. კაცი, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები ოჯახური ძალადობის ფაქტზე იმყოფებოდნენ.

გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები