სტიქიის გამო, სოფელი ხანი გარესამყაროს მოწყდა – 275 ოჯახის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ბაღდათის რაიონის მაღალმთიანი სოფელი ხანი სტიქიამ გარე სამყაროს მოწყვიტა. მდინარემ სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზას საძირკველი გამოაცალა, რის გამოც გზაზე გადაადგილება საფრთხისშემცველია.

275 ოჯახიან სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ადიდებულმა მდინარემ ზეკარის ხეობაში არსებული მინერალური წყლების საწარმოც დააზარალა.

ამ დროისთვის, უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალს შესაბამისი კომისია ითვლის. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სოფელ ხანთან მისასვლელად ალტერნატიული გზის მოწყობაზე.

მსგავსი თემები