ნევადის უდაბნოში იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს – BBC

ნევადის უდაბნოში იდუმალი მონოლითი აღმოაჩინეს. BBC-ის ინფორმაციით, ობიექტი ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იპოვეს, როდესაც უდაბნოში დაკარგულ ადამიანს ეძებდნენ. ის მაღალია და მართკუთხა ფორმა აქვს. სამართალდამცველებმა მონოლითის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დასვა კითხვა: „ეს აქ როგორ აღმოჩნდა?“

მსგავსი ობიექტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2020 წელს აღმოაჩინეს, მათ შორის იუტის უდაბნოში, რუმინეთში, ინგლისში, უელსში.

მსგავსი თემები