„ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და აქ ვიდგები სულ“- მსვლელობა ევროპის მოედნისკენ დაიწყო

„საქართველო“ ამ შეძახილებთ მიმდინარეობს მსვლელობა ევროპოს მოედნისკენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ არაფრის ეშინიათ. შეკრებას რამდენიმე დღის წინ თავდასხმის შედეგად დაშავებული ზურა ჯაფარიძის ძმა გია ჯაფარიძეც შეუერთდა.

„არ გვეშინია, არ ვიღლებით, არ ვკვდებით. ახლა არ არის ჩვენი პირადი ამბების დრო. ახლა წყდება ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენი ქვეყნის მომავალი. ტვინის შერყევით ვდაგავრ აქ და აქ ვიდგები სულ. ან ჩვენ ვიქნებით სამართლიანობის, მორალის, მშვიდობის და უსაფრთხოების სივრცეში ან ვიქნებით ამორალობის, უსამართლობის, სიღარიბის სივრცეში ,რუსეთის უკანა ეზო“, – აცხადებს გია ჯაფარიძე.

მსგავსი თემები