“შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა”- კობახიძე

„შავი ფულით ვერც უნდა სცადოს ვერავინ ქვეყანაში არეულობის შემოტანა და აქ მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასევე ძალიან უნდოდათ 2022 წლიდან მოყოლებული და უფრო ადრეც ამ ადამიანებს და მათ უფროსებს. ამიტომ ეს კანონი არის აუცილებლად მისაღები“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   პრემიერის თქმით, იყო მოლოდინი, რომ ეს რადიკალები კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ რადიკალიზაციას, ყველა ნიშანი იყო ამის და ასეთ დროს, ბუნებრივია, ასეთ სცენარს უნდა დაუპირისპირო კონკრეტული ზომები.

“გაუმჭვირვალობა ასეთ ძალებს, რადიკალებს, აძლევს რევოლუციური სცენარების ჩაფიქრების საშუალებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს სცენარები არ იყო წარმატებული, არც 2020-2021 წლებში, არც 2022 წელს, არც მანამდე, როდესაც ცდილობდნენ ამ ყველაფერს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობის შესრულება, რაც არის ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში დამშვიდება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, ვართ პასუხისმგებელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ქვეყნისთვის, ამ ხალხისთვის უზრუნველვყოთ მშვიდობა და არა ის, რომ ყოველ ჯერზე ამ ადამიანების უფროსები, კეზერაშვილი, ხაზარაძე, გვარამია და სხვები ცდილობდნენ ამ ქვეყნის არევას, ცდილობდნენ ამ ქვეყნის ომში ჩართვას და ა.შ. – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

მსგავსი თემები