შსს ბლოგერს და მის მეუღლეს ინტიმური ხასიათის ჩანაწერების გადაღებაში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარი იაშვილი სახლში დამონტაჟებული სპეციალური კამერით უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური სახის ჩანაწერებს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა  თეიმურაზ კუპატაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის 4 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში მიმდინარე წლის 9 მაისს, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული უ.ა-ს და მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფი 1987 წელს მ.უ-ის საცხოვრებელ ბინებში კანონიერი ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა-მ მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფი მ.უ-ისთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლო, კერძოდ, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების მოპოვება და შენახვა. ისინი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური სახის ჩანაწერებს” – ამბობს კუპატაძე.

მსგავსი თემები