უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა მომავალში გამორიცხული არაა – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ უკრაინაში სახმელეთო ჯარები გაიგზავნოს. ამის შესახებ მან პარიზში, მის მიერ მოწვეული 20 ევროპელი ლიდერის შეხვედრის შემდეგ გნაცხადა. მისი თქმით, საკითხზე ამ ეტაპზე არ არსებობს კონსენსუსი.

ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ღია დისკუსია გაიმართა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ერთობლივად განიხილავენ ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას უკრაინის მხარდასაჭერად.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დააანონსა ახალი კოალიცია, რომელიც იმუშავებს უკრაინისთვის საშუალო და შორი მანძილის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.

საფრანგეთი და უკრაინის სხვა მოკავშირეები “შექმნიან კოალიციას ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორი მანძილის რაკეტებისთვის და ბომბებისთვის”, – თქვა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები