საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა

  საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3648-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსი 268 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 13 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.