საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3648-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსი 268 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 13 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი თემები