ნიკოლა სარკოზის პატიმრობა მიუსაჯეს
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ის კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისჯილი 3 წლიანი პატიმრობიდან 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება. ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია, სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს და ის ელექტრონული სამაჯურის საშუალებით გაკონტროლდება. ბრალდება ექს-პრეზიდენტს მოსამართლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა. საუბარია სარკოზის მხრიდან მოსამართლის მოსყიდვის მცდელობაზე, როცა სარკოზიმ მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე