საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ის კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისჯილი 3 წლიანი პატიმრობიდან 2 წელი პირობითი მსჯავრი იქნება. ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია, სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს და ის ელექტრონული სამაჯურის საშუალებით გაკონტროლდება.
ბრალდება ექს-პრეზიდენტს მოსამართლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა. საუბარია სარკოზის მხრიდან მოსამართლის მოსყიდვის მცდელობაზე, როცა სარკოზიმ მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.