საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

  საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3406-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 331 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, გუშინ, 18 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 365 ადამიანს დაუდასტურდა, 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.