საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

  საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს საქართველოში კორონავირუსი  1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 პირი გამოჯანმრთელდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.