“გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები” – ნიკა მელია

  გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული. შეგახსენებთ, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. “გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები, – პროკურატურას ნიკა მელიამ ასე უპასუხა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო. „ის, რომ ივანიშვილი გედავება ელექტროსამაჯური … ვრცლად “გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები” – ნიკა მელია