გუნდს თავდაჯერებულობა არ აკლია – სანიოლის პრესკონფერენცია

  საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, ნაკრებს მეტოქესთან უმძიმეს დაპირისპირება ელის. „ჩვენს მეტოქეს მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბურთი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს”- ამბობს ვილი სანიოლი. ვილი სანიოლის თქმით, ესპანეთი დიდი გუნდია, თუმცა ისინი აჩვენებენ ევრეოპას, რომ ბურთის კონტროლი შეუძლიათ. სანიოლი ახალ გადაწყვეტილებებსაც აანონსებს. „ესპანეთიც პორტუგალიასავით დიდი გუნდია, მაგრამ გვინდა, მათ და ევროპას ვაჩვენოთ, რომ კარგები მხოლოდ დაცვაში თამაშისას არ ვართ და ბურთის კონტროლიც შეგვიძლია. პორტუგალიასთან გვქონდა ეს … ვრცლად გუნდს თავდაჯერებულობა არ აკლია – სანიოლის პრესკონფერენცია