„თავისუფალნი ხართ, დამოუკიდებელნი და ვერასდროს მონობას ვერ შეეგუებით“- სალომე ზურაბიშვილი

  „ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის. საქართევლოში ჩამოსვლამდე, ეს პირობა ჩემს თავს მივეცი და ჩამოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს“- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის თავის ფიცს და ხალხს არ უღალატებს. „ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი და მინდა იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს, არც ჩემს ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ. თქვენი ხმა მესმის და ვიცი თქვენი დღევანდელი განცდები და ემოციები“- განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, … ვრცლად „თავისუფალნი ხართ, დამოუკიდებელნი და ვერასდროს მონობას ვერ შეეგუებით“- სალომე ზურაბიშვილი