„ევროკომისარი დამემუქრა, ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”- ირაკლი კობახიძე

  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას ერთ-ერთი ევროკომისარი სატელოფონო საუბრის დროს დაემუქრა. „თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“- ამბობს კობახიძე. ირაკლი კობახიძეს სურს,  რომ აღნიშნულის შესახებ ქართულ საზოგადოებას, პრევენციის მიზნით, ინფორმაცია მიაწოდოს. „როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და … ვრცლად „ევროკომისარი დამემუქრა, ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”- ირაკლი კობახიძე