“ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას მიკერძოებულს უწოდებს და მის დასკვნას პასუხობს

  „ქართულ ოცნებაში“  ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურნენ. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, კომისიამ თავის დასკვნაში ცრუ ინფორმაცია ასახა. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ. ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს. ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით, როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური … ვრცლად “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას მიკერძოებულს უწოდებს და მის დასკვნას პასუხობს