„ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას“ – მეუფე გრიგოლი

  „რაც უფრო ახლოა საქართველო თავის გაცხადებულ მიზანთან, შესაბამისად მატულობს განსაცდელიც, ღელავს მთელი საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, პოლიტიკური სპექტრი, პოზიცია და ოპოზიცია, მდგომარეობა დღითი დღე რთულდება და მატულობს კონფრონტაციის საფრთხე და ხარისხი“ – აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლიმ ქადაგებისას. როგორც მეუფემ აღნიშნა,  უარყოფითი ენერგიის დაგროვება ძალიან საშიშია. „ყოველივე ეს იწვევს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას, რაც ძალიან საშიშია, რადგან ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას; სტიქია კი თავის გზაზე არაფერს და არავის არჩევს და წალეკვას უქადის ყველაფერს, რაც წინ დახვდება. და ასეთ ვითარებაში ადამიანთა … ვრცლად „ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას“ – მეუფე გრიგოლი