პრეზიდენტი დღეს ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს

  პრეზიდენტი UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს – შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ცერემონიალზე საქართველოს პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარესაც ეპატიჟება. სპორტსმენი ორდენზე სწორედ კობახიძემ და პაპუაშვილმა წარადგინეს. “საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.