„კობა ხუბუნაია ბადრაგი არასდროს ყოფილა“ – კულტურის სამინისტროს განცხადება

  კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, არასერიოზულია განცხადება, რომ კინოცენტრის რეფორმა ცენზურას ისახავდეს მიზნად, ხოლო მისი ხელმძღვანელი კი ბადრაგად მუშაობდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) გარშემო ატეხილ სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს. მიმდინარე რეორგანიზაცია და სამომავლო რეფორმა: 2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და … ვრცლად „კობა ხუბუნაია ბადრაგი არასდროს ყოფილა“ – კულტურის სამინისტროს განცხადება