ვაკეში, კაფეში მამაკაცი დაჭრეს

  ცოტა ხნის წინ, ვაკეში, ერთ-ერთ ცნობილ კაფე „სტრადაში“ სროლა მოხდა, დაჭერილია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა მოსაშვილის 11 ნომერში მოხდა. კაფე „სტრადაში“ სამართალდამცველები მუშაობენ. პერიმეტრი შემოსაზღვრულია და საგამომძიებლო მოქმედებები მიმდინარეობს. კაფეში დაახლოებით 7 გასროლა მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს გუგა ფირცხლავას შემთხვევით ესროლეს, ის სხვა პიროვნებაში აერიათ. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.