საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა – გაფრთხილება მოსახლეობას

  განსაკუთრებით საშიში ინფექცია, რომლის ერთ-ერთი გადამდები ტკიპაა, საქართველოში უკვე დაფიქსირდა. ინფექციონისტი თენგის ცერცვაძე საშიშ ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი. თენგის ცერცვაძის თქმით, ინფექცია მაღალი გადამდებლობით ხასიათდება. „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ … ვრცლად საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა – გაფრთხილება მოსახლეობას