,,კარგი ამინდია, ბომბები არ გვაცვივა თავზე”- ვალერი კვარაცხელია ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს

  ვალერი კვარაცხელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი  იმსახურებს დაფასებას პირველ რიგში ქართველი ხალხისგან. როგორც კვარაცხელია აცხადებს, ”მთელი ქართული საზოგადოება, მისი ელიტა და ხალხი უნდა იყოს მადლიერი იმისათვის, რომ მშვიდობა შენარჩუნებულია და მშვიდობის შენარჩუნების გარანტიებიც იქნება”. ,,თქვენ საშუალება გაქვთ რუსთაველის პროსპექტზე იდგეთ და ჩემგან ინტერვიუ აიღოთ, ხალხი დადის სეირნობს საქმეზე მიდის, მზე ანათებს, ზაფხულია, კარგი ამინდია, ბომბები არ გვაცვივა თავზე, რაც სრულიად ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო, ისევე როგორც მოხდა ეს უკრაინაში. არავინ არ ფიქრობდა, რომ უკრაინაში ის ტრაგედია დატრიალდებოდა, რამაც უკრაინა დაანგრია და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, … ვრცლად ,,კარგი ამინდია, ბომბები არ გვაცვივა თავზე”- ვალერი კვარაცხელია ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს