„ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“ – კობახიძე ყვარელში ანტირუსულ პროტესტზე

  „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყვარელში მიმდინარე ანტირუსულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოში ქსენოფიბიის ადგილი არ არის. მისი თქმით, უცნაურია, რომ ელენე ხოშტარია პირველი იღებს ინფორმაციას საქართველოში  რუსი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციას. „ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი ზუსტად ის ახდა. ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან.  ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის. მე ვეყრდნობი სასტუმროს ინფორმაციას, ამაზე არ მაქვს დაზუსტებები, მონაცემები. … ვრცლად „ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“ – კობახიძე ყვარელში ანტირუსულ პროტესტზე