საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც სხვადასხვა „აქტივობას“ გეგმავდა

  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები გამოვლინდა, რომელიც უცხო ქვეყნებში იგეგმებოდა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რომელიც უცხო ქვეყნებში  ტერორისტული აქტივობების მზადებას ადასტურებს. “ჩვენს მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის … ვრცლად საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც სხვადასხვა „აქტივობას“ გეგმავდა