„მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია აღკვეთოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ – ვენეციის კომისია

  „კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ენდობოდეს სასამართლო ორგანოების კომპეტენციას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ფუნქციონირებისთვის“ – აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. კომისია ყურადღებას ამახვილებს, რომ ადრე შემუშავებული მთავარი რეკომენდაციები ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია. „ცვლილებების პროექტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი საკანონმდებლო ზომების ნაწილი, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის კონტექსტში. ევროკომისიამ საქართველოს მისცა რეკომენდაცია: მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომ ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც არის სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და … ვრცლად „მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია აღკვეთოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ – ვენეციის კომისია