„მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია აღკვეთოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ – ვენეციის კომისია

„კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ენდობოდეს სასამართლო ორგანოების კომპეტენციას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ფუნქციონირებისთვის“ – აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

კომისია ყურადღებას ამახვილებს, რომ ადრე შემუშავებული მთავარი რეკომენდაციები ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია.

„ცვლილებების პროექტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი საკანონმდებლო ზომების ნაწილი, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის კონტექსტში. ევროკომისიამ საქართველოს მისცა რეკომენდაცია:

  • მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომ ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე;
  • უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც არის სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში;
  • უზრუნველყოს ძალაუფლების დანაწილება;
  • კერძოდ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და პროკურატურის უწყების სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა;
  • აღმოფხვრას ყველა დონის მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დასახელებისას გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი;
  • განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები.
  • ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, – აღნიშნული ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია დამოუკიდებელ და  მიუკერძოებელ სასამართლო სისტემაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სხვა შემთხვევაში, კანონის უზენაესობა ვერ იმოქმედებს.

„მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია აღკვეთოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ენდობოდეს სასამართლო ორგანოების კომპეტენციას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ფუნქციონირებისთვის“ – აღნიშნულია დასკვნაში.

მსგავსი თემები