„გამომიწერეს ვერცხლისწყლისა და დარიშხნის კოქტეილი“ – მიხეილ სააკაშვილი

  პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მოწამვლაში რუსულ მხარეს დებს ბრალს. „მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი“ – წერს სააკაშვილი. რუს ენდოკრინოლოგში კი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედის“  კლინიკური დირექტორს – ზურაბ ჩხაიძეს მოიაზრებს. „გუშინდელი განცხადება რუსი ენდოკრინოლოგის განცხადება იყო, ზურაბ ჩხაიძე გახლავთ რუსი ენდოკრინოლოგი“  – ეს განცხადება კი სააკაშვილის ადვოკატს – შალვა ხაჭაპურიძეს ეკუთვნის.