,,რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა”- ირაკლი კობახიძე

  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის,  ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, საქართველოს 2018-2021 წლებში არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა. როგორც კობახიძე წერს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. ,,ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა). რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, … ვრცლად ,,რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა”- ირაკლი კობახიძე