ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მზად არის ომში ჩაერთოს რუსეთის მხარეს, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება. „მე მზად ვარ რუსებთან ერთად ვიბრძოლო ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე – თუნდაც ერთი ჯარისკაცი – მოვა ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით ჩემი ხალხის მოსაკლავად, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი იქნება. ომი კი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე