სოჭის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო აფხაზეთთან შავ ზღვაზე მიმოსვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

  სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის იური ვლადიმეროვის განცხადებით, სოჭის საზღვაო ნავსადგური შავ ზღვაზე საქართველო-აფხაზეთს შორის სამგზავრო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. „იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობთ ტრანსპორტირების დაწყება ზაფხულიდან“ – აცხადებს ვლადიმიროვი. მისივე ინფორმაციით, საუბარია ბათუმის გამოყენებაზე, სადაც ტვირთები ჩავა.