,,მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას”- შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება

  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება. მიშელი Twitter-ზე მატარებელში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. “უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, შვილების მომავლისთვის. მაგრამ ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისთვის – მშვიდობა და კეთილდღეობა. მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას”, – წერს მიშელი. მიშელის თქმით, კიევში  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ დენის შმიგალსა და დეპუტატებს შეხვდება.