ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, “ბინძური ბომბის” შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებების მიზანი, სავარაუდოდ, NATO-ს დაშინება და დაყოფაა. ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შოიგუს სატელეფონო ზარები შეაფასეს. საუბრისას შოიგუ ამტკიცებდა, რომ უკრაინა ბინძური ბომბის გამოყენებისთვის ემზადება. ექსპერტების განმარტებით, მსგავსი განცხადებებით რუსეთი ცდილობს NATO-ში განხეთქილება დათესოს და მათი მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერა შეასუსტოს. ანალიტიკოსების შეფასებით, გამოიყენებს თუ არა რუსეთი იარაღს ამის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება პუტინზეა დამოკიდებული.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე