გზაზე ამოშვერილ უფუნქციო ბოძს ყოველ კვირა მანქანები „ასკდებიან“

  ეს უფუნქციო, ძველისძველი, მორყეული რკინის ბოძები შუა გზაზე, სანზონაში, ერწოს 11-თანაა ამოშვერილი. ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის და შეგუებულია. შესაბამისად, ფრთხილობენ და მანქანებს არ აფუჭებენ. რაც შეეხება უცხოებს, კვირა არ გავა, ერთი მანქანა არ დაიმტვრეს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ შეესწრო. მანქანა, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე აღმოჩნდა, უფუნქციო რკინამ, ისე დააზიანა, მისი შემთხვევის ადგილიდან „მოხსნა“ საკმაოდ გართულდა. რკინის ძველისძველი ბოძი რისთვის ან რატომ არის აღნიშნულ მონაკვეთზე, არავინ იცის. თუ  ადგილობრივი არ ხარ, შეუძლებელია მას თავი აარიდო. ადგილობრივებიც, მშვიდად არიან, რადგან, იციან და ფრთხილად არიან. „სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ კი საერთოდ … ვრცლად გზაზე ამოშვერილ უფუნქციო ბოძს ყოველ კვირა მანქანები „ასკდებიან“