,,რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს”- 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

  40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც  უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან უკრაინის ძალისხმევას, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. მათივე განცხადებით, სასამართლოს შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნდამენტური ფუნქცია დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობის კუთხით. ,,ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს უკრაინის განცხადებას, რომელიც ახორციელებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, რომელიც ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად. გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ქვეყნები კიდევ … ვრცლად ,,რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს”- 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს