გლდანის ციხეში  პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

  გლდანის ციხეში  პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი. „სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შემთხვევა დღეს მოხდა.