„აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის“ – კელი დეგნანი გაკვირვებულია

  „წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი“ – აცხადებს ამერიკის ელჩი „ქართული ოცნებიდან“ წასული მიხეილ ყაველაშვილის წერილზე. როგორც კელი დეგნანი მედიასთან აცხადებს, უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს. „წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი“ – აცხადებს ელჩი. … ვრცლად „აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის“ – კელი დეგნანი გაკვირვებულია