,,სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა”- ელენე ხოშტარია

  „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, დღეს გამართული ბრიფინგზე იმ პროკურორების სახელები დაასახელა, ვინც მისი თქმით, ოლიგარქიის საყრდენია. მისი განცხადებით, ღირსეული ადამიანები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არა ბიძინა ივანიშვილს. „საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენებიც, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ღირსეული ადამიანები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არა ბიძინა ივანიშვილს. მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში ოთარ ფარცხალაძე დგას, რომელზეც მე პატარა ოლიგარქებთან ერთად ვისაუბრე, იმიტომ, რომ ის არის ერთის მხრივ, მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში ჩართული, არის ბიძინა ივანიშვილის კართან მიახლოებული და მეორეს მხრივ, მისი მთავარი დამსახურება ბიძინა ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი. … ვრცლად ,,სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა”- ელენე ხოშტარია