,,იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, სალომე სამადაშვილი დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

  ,,იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, სალომე სამადაშვილი დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ , ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას, სალომე სამადაშვილის მხრიდან რეპლიკები, ფეხზე ადგომა და მადლობის გადახდა მოჰყვა. პარლამენტი პრემიერის მოხსენებას ხმაურის ფონზე ისმენს.