,,ევროპული პარლამენტის დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ”- მარია კალიურანდი

  ,,ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში, რომელიც ევროპაში, ევროკავშირში ახლა გვაქვს, გაფართოებაზე დიდ სურვილს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს”,– ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა. კალიურანდის თქმით, ტრიოს წევრობის კანდიდატობის განაცხადი ახლა არ განიხილებოდა, რომ არა უკრაინის ომი. „ახლა ყველა ელოდება საბჭოს გადაწყვეტილებას მომდევნო თვის მიწურულისთვის სამი ქვეყნის განაცხადთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო და გულწრფელი, წევრობის კანდიდატობის განაცხადი ახლა მაგიდაზე არ იქნებოდა, უკრაინაში ომი რომ არ ყოფილიყო, არც უკრაინისთვის და არც საქართველოსა და მოლდოვისთვის. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და … ვრცლად ,,ევროპული პარლამენტის დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ”- მარია კალიურანდი