ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს

  ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში მთელი რიგი პრესკონფერენციების ორგანიზებას აპირებს საერთაშირსო მედიის წარმომადგენელთათვის. არსებული ინფორმაციით, პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი აპირებს მეორედ უჩივლოს Credit Suisse-ს, პოლიტიკური ზეწოლის მოტივით. პრესკონფერენციაზე  ბიძინა ივანიშვილი ისაუბრებს, თუ როგორ მუშაობს Credit Suisse და შვეიცარიის საბანკო სისტემა. ამასთან, რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი მომხმარებელი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირების დროს. ასევე,  ივანიშვილი კონკრეტულად ისაუბრებს ბოლო დროს განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე. ივანიშვილის მიერ ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების წინააღმდეგ ინიცირებული გლობალური პროცესი მრავალი წელია მიმდინარეობს. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც ბიძინა ივანიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. სავარაუდოა, რომ … ვრცლად ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს