საქართველო ევროკომისიას კითხვარის მეორე ნაწილს 10 მაისს გადასცემს

  საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილი ავრცელებს. ილია დარჩიაშვილის ცნობით, საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას. „გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო. შემდგომი … ვრცლად საქართველო ევროკომისიას კითხვარის მეორე ნაწილს 10 მაისს გადასცემს