კიევში მოკლული ადამიანების სამარხი იპოვეს

  უკრაინაში რუსული სისასტიკის ახალ-ახალ წერტილებს პოულობენ. ამჯერად, მოკლული ადამიანების სამარხს ბუჩას რაიონში მიაგნეს. კიევის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია 3 ადამიანის საფლავი, რომლებიც ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, სამარხი ტყეში იპოვეს. მოკლულებს ხელები შეკრული ჰქონდათ და თვალები ახვეული. სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნატყვიარი ეტყობათ.