კიევში მოკლული ადამიანების სამარხი იპოვეს

უკრაინაში რუსული სისასტიკის ახალ-ახალ წერტილებს პოულობენ. ამჯერად, მოკლული ადამიანების სამარხს ბუჩას რაიონში მიაგნეს. კიევის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია 3 ადამიანის საფლავი, რომლებიც ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს.

კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, სამარხი ტყეში იპოვეს. მოკლულებს ხელები შეკრული ჰქონდათ და თვალები ახვეული. სხეულის სხვადასხვა ნაწილში ნატყვიარი ეტყობათ.

 

მსგავსი თემები