„სახეზეა ცილოვანი შიმშილი, მდგომარეობა გაუარესებულია“ – კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

  სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა წარმოადგინა. კონსილიუმის წევრები ჟურნალისტებს ამ წუთებში ხვდებიან და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. როგორც კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა,  თენგიზ წულაძემ განაცხადა, სახეზეა ცილოვანი შიმშილი. მის ჯანმრთელობაზე კი პასუხისმგებელია სახელმწიფო. კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. „პაციენტი ინელებს საკუთარ თავს. ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან და ვერ იღებს ამ ცილებს, კუნთოვანი მასა საგრძნობლად მცირდება ამ დროს. ამიტომაა მდგომარეობა გაუარესებული. ჩემი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რომელმაც საბოლოოდ მოგვცა ანორექსია. … ვრცლად „სახეზეა ცილოვანი შიმშილი, მდგომარეობა გაუარესებულია“ – კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე