„სახეზეა ცილოვანი შიმშილი, მდგომარეობა გაუარესებულია“ – კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა წარმოადგინა. კონსილიუმის წევრები ჟურნალისტებს ამ წუთებში ხვდებიან და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

როგორც კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა,  თენგიზ წულაძემ განაცხადა, სახეზეა ცილოვანი შიმშილი. მის ჯანმრთელობაზე კი პასუხისმგებელია სახელმწიფო.

კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

„პაციენტი ინელებს საკუთარ თავს. ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან და ვერ იღებს ამ ცილებს, კუნთოვანი მასა საგრძნობლად მცირდება ამ დროს. ამიტომაა მდგომარეობა გაუარესებული. ჩემი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რომელმაც საბოლოოდ მოგვცა ანორექსია. ის ამჟამად იღებს ნორმით გათვალისწინებული კალორიის ¼-დან 1/3-მდე, რომელშიც პრაქტიკულად, ცილა არც შედის. ცილოვანი შიმშილის ფონზე, კუნთის მასა საგრძნობლად შემცირებულია. ასევე, გამოხატულია წნევის ვარდნა, გონების დაკარგვის წინარე მდგომარეობა. მოსალოდნელია, გონების დაკარგვაც მოყვეს ამ ამბავს. მდგომარეობა გაუარესებულია. სახეზეა ცილოვანი შიმშილი“  – ასეთია კონსილიუმის დასკვნა.

 

მსგავსი თემები