„კლინიკებში პაციენტების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ“ – მინისტრს ეჭვი აქვს, რომ კორონავირუსისთვის გამოყოფილი თანხები გაიფლანგა

  ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შემოწმების შედეგად დასტურდება, რომ კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, პროტოკოლის დამრღვევი კოვიდკლინიკების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა სამინისტროს საერთო სურათი ექნება და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. „ ჩვენ იანვრიდან მოყოლებული აქტიურად ვაკვირდებოდით კლინიკებში დატვირთულობას. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი თანამშრომლების 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდა კლინიკებში. იქ არის მკაცრი მიღების კრიტერიუმები, რა კრიტერიუმის მიხედვითაც უნდა მიეღო კლინიკას პაციენტი და ასევე არის გაწერის კრიტერიუმებიც. სამწუხაროდ, არცერთი კრიტერიუმი არ სრულდებოდა და ხელოვნურად … ვრცლად „კლინიკებში პაციენტების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ“ – მინისტრს ეჭვი აქვს, რომ კორონავირუსისთვის გამოყოფილი თანხები გაიფლანგა