რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ თბილისში პრემიერ-მინისტრს შეხვდა

  გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და  ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ეხება, რუსული მხარე კომენტარს აკეთებს. როგორც  რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვი „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. „ბოლოს, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან „ფეიკია“. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. … ვრცლად რუსი ოლიგარქი ადასტურებს, რომ თბილისში პრემიერ-მინისტრს შეხვდა